ვიქტორ ორბანი: ომი მიგრაციას ჰგავს, მასში ჩართვის შემდეგ უკან დახევა შეუძლებელია

ვიქტორ ორბანი

ომი მიგრაციას ჰგავს, მასში ჩართვის შემდეგ უკან დახევა შეუძლებელია, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპელი ლიდერები დაუსრულებელი კონფლიქტის ხაფანგში აღმოჩნდნენ, მაშინ როდესაც ყოველ კვირას 9 000 ადამიანი იღუპება.

„მომდევნო ორი წლის განმავლობაში 90 მილიარდი ევროს დახარჯვით ევროპა მხოლოდ 800 000 გარდაცვლილს ან სამუდამოდ ინვალიდად დარჩენილს აფინანსებს. ეს ახლავე უნდა დასრულდეს,“ – წერს ორბანი სოციალურ ქსელ X-ზე.