„ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება“ - უახლოესი დღეების პროგნოზი
1759434008
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თუ ევროპა რუსეთის პროვოცირებას მოახდენს, საპასუხო ზომები არ დააყოვნებს.
მისივე თქმით, NATO-ს წევრი თითქმის ყველა ქვეყანა ახლა რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის.
„NATO-ს წევრი ყველა ქვეყანა ჩვენს წინააღმდეგ იბრძვის, ისინი ამას აღარ მალავენ. უკრაინას უზრუნველყოფენ სადაზვერვო ინფორმაციით, იარაღითა და ტრენინგებით. ვინმეს ჯერ კიდევ თუ აქვს სურვილი სამხედრო სფეროში ჩვენთან შეჯიბრის, როგორც ჩვენ ვამბობთ, თავისუფლად შეუძლიათ სცადონ. რუსეთის საპასუხო ზომები არ დააყოვნებს“, – განაცხადა პუტინმა.