პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

 პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ჯგუფურად განიზრახეს მართლსაწინააღმდეგოდ, მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებოდნენ სხვის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულს. ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში დროებითი ბინადრობის უფლების და მოქალაქეობის მიღება სურდა, მაღალი თანამდებობის პირებად გაეცნენ და დაარწმუნეს იგი, რომ მათი და მათთან დაახლოებული სხვადასხვა თანამდებობებზე მყოფი პირების გავლენების გამოყენებით, დაეხმარებოდნენ საქართველოში დროებითი ბინადრობის ვადის გაგრძელებაში, შემდეგ კი საქართველოს მოქალაქეობის მიღებაში, რაშიც 8000 ამერიკული დოლარი მოსთხოვეს.

მოთხოვნილი თანხის ნაწილის 4000 ლარის აღებისთანავე, საგამოძიებო უწყებამ ორივე ბრალდებული ადგილზე დააკავა.