„ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება“ - უახლოესი დღეების პროგნოზი
1759434008
საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ მებაჟეებმა ცეცხლსასროლი იარაღის 111 ცალი ვაზნა აღმოაჩინეს.
ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში ცეცხლსასროლი იარაღის 111 ცალი ვაზნა აღმოაჩინეს.
ორივე საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.