ლოცვები, რომელიც დიდ ხუთშაბათს უნდა წავიკითხოთ
1775677589
ვილნიუსში ათასობით ადამიანმა ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელის შესახებ კანონში ცვლილება გააპროტესტა.
მედიის ცნობით, ლიეტუვის დედაქალაქში, პარლამენტის შენობასთან, დამოუკიდებლობის მოედანზე, ათი ათასი ადამიანი შეიკრიბა.
აქციის ორგანიზატორები აპროტესტებენ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც არეგულირებს ლიეტუვის საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობას და რომელსაც მმართველი კოალიცია ლობირებს. კანონის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ იგი ზღუდავს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას და ახდენს მის პოლიტიზებას.
შეკრებილებს სიტყვით მიმართა ლიეუტვის პარლამენტის სპიკერმა, იუოზას ოლეკასმა. მან პროტესტს არ დაუჭირა მხარი და განაცხადა, რომ კანონპროექტზე მომუშავე დეპუტატთა ჯგუფმა ექსპერტების აზრი გაითვალისწინა. თუმცა, მისი თქმით, მას ახარებს, რომ ადამიანები დემოკრატიულ ქვეყანაში თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებას.
ლიეტუვაში დემონსტრაციების ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც 2024 წლის არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებულმა მმართველმა კოალიციამ საზოგადოებრივი მაუწყბლის საქმიანობის მარეგულირებელ კანონში ცვლილებები წარადგინა. ეს ცვლილებები, უპირველეს ყოვლისა, შეეხო საზოგადოებრივი მაწყბელის სამეურვეო საბჭოს მუშაობას, რომელიც მაუწყებლის გენერალურ დირექტორს ნიშნავს. საბჭოს 12 წევრის კანდიდატურებს კვოტების მიხედვით ასახელებენ პოლიტიკური პარტიები, ლიეტუვის პრეზიდენტი და საზოგადოებრივი ორგანიზაციები.
LRT-ის გენერალური დირექტორის პოსტს 2018 წლიდან მონიკა გარბაჩაუსკაიტე-ბუდრიენე იკავებს. იგი სამეურვეო საბჭომ 2023 წელს ხელახლა აირჩია. ოპონენტები მიუთითბენ გარბაჩაუსკაიტე-ბუდრიენეს კავშირზე პარტია „სამშობლოს კავშირთან“ და ლიბერალებთან, რომლებიც ქვეყანას 2020-2024 წლებში მართავდნენ. ლიეტივის მოქმედ მმართველ კოალიაციას არაერთხელ გამოუხატავს უკმაყოფილება ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის საქმიანობის მიმართ. მათი თქმით, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში მაუწყებელი უფრო მეტად ასახავს ბიზნესისა და დედაქალაქის ინტელიგენციის ინტერესებს, ვიდრე სოფლებისა და მცირე ქალაქების მოსახლეობის შეხედულებებს.
ცვლილებების მიხედვით, საბჭოში კენჭისყრა ფარული უნდა გახდეს, ხოლო გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადაყენება ხმების უბრალო უმრავლესობით უნდა მოხდეს. გარდა ამისა, გაფართოვდება იმ საფუძვლების ჩამონათვალი, რომლის მიხედვითაც მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებაა შესაძლებელი.