საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი
1784666892
კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ 21 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა, რა დროსაც მხარეები შეთანხმდნენ, უახლოეს კვირებში სავაჭრო მოლაპარაკებები გაააქტიურონ.
კარნის თქმით, კანადამ აშშ-ს წარუდგინა ყოვლისმომცველი და დეტალური წინადადებები იმის შესახებ, როგორ უნდა მოდერნიზდეს კანადა-აშშ-მექსიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, იმის გათვალისწინებით, რომ შეერთებული შტატები საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადადის.
„დღეს დილით პრეზიდენტ ტრამპს ვესაუბრე. შევთანხმდით, რომ მომდევნო კვირებში მოლაპარაკებებს უფრო ინტენსიურ რეჟიმში გავაგრძელებთ. ჩემი გუნდი და მე მოუთმენლად ველოდებით ამ პროცესს. როგორც ყოველთვის, კანადელები, მთავრობა, ბიზნესი და შრომითი სექტორი ერთად ვიმუშავებთ, რათა კანადა ძლიერი იყოს და ჩრდილოამერიკელ პარტნიორებთან ისეთი სავაჭრო ურთიერთობა გვქონდეს, რომელიც ყველასთვის სასარგებლო იქნება“, – განაცხადა კარნიმ.