ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

ვენესუელა

 ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დელსი როდრიგესმა ერთკვირიანი გლოვა გამოაცხადა აშშ-ის მიერ ნიკოლას მადუროს დასაკავებლად ჩატარებული ოპერაციის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის პატივსაცემად. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ააგენტოს ცნობით, სპეცოპერაციისას დაახლოებით 20 ვენესუელელი ოფიცერი დაიღუპა. კუბის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, თავის მხრივ, აღნიშნულია, რომ მადუროს დაკავების დროს მათი 32 მოქალაქე დაიღუპა.