ახალციხეში, საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის ბავშვის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1752263534
ინგლისში, საქორწილო ცერემონიის დროს სიძე-პატარძალს ესროლეს. ეპისკოპოსი წყვილს საბოლოო ფიცს ადებინებდა, როდესაც გასროლის ხმა გაისმა. პატარძალი მკლავში დაიჭრა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
შემთხვევა 2019 წელს, ნიუ-ჰემფშირში მოხდა. როგორც გამოცემა წერს, სროლას წინ უძღოდა პირადი კონფლიქტი, რომელიც ბრალდებულს ნეფესთან, მარკ კასტილიონესთან ჰქონდა.
„მხოლოდ რამდენიმე გასროლით ბრალდებულმა ქორწინება არეულობად აქცია“, - თქვა პროკურორმა სეთ დობიესკიმ.
პოლიციის თქმით, მარკ კასტილიონეს შვილმა , თავის დროზე, ეკლესიაში სროლის მომწყობის მამინაცვალი მოკლა.
მარკის შვილს ამ მკვლელობისთვის 42 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.