ლოცვა, რომელიც ფერისცვალების დღესასწაულზე უნდა წაიკითხოთ
1787115660
ვაშინგტონმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარეს სანქციები დაუწესა. ტომოკო აკანე იმ სიაში მოხვდა, რომელიც დასანქცირებულ მოქალაქეებს მოიცავს, მანამდე შტატებმა სანქციები ჰააგის სასამართლოს რიგი მოსამართლეების წინააღმდეგაც შემოიღო.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ცნობაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მოხსენიებულია, როგორც კორუმპირებული და პოლიტიზებული, რომელიც ბოროტად იყენებს თავის უფლებამოსილებას და მანდატის ფარგლებს სცდება.
„ჩვენ არ დავუშვებთ სასამართლოს მიერ სახელმწიფო სუვერენიტეტის ხელყოფას“, - ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ შტატები იმედოვნებს, ანალოგიურ გადაწყვეტილებას სხვა ქვეყნებიც მიიღებენ. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სანქციები „ძირს უთხრის კანონის უზენაესობას“.