სამგორში ქარმა ხე მოგლიჯა - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1747656902
ვაშინგტონი მოლაპარაკებებში დაშინების პროცესს თუ შეწყვეტს, ბირთვულ საკითხზე აშშ-თან შეთანხმება შესაძლებელია, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუფ ფეზეშქიანმა, კატარის პრემიერ-მინისტრთან, მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-ტანისთან შეხვედრის დროს განაცხადა.
მასუდ ფეზეშქიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისლამური რესპუბლიკა არასდროს დაემორჩილება ზეწოლას.
თავის მხრივ, კატარის მთავრობის ხელმძღვანელმა ოპტიმიზმი გამოთქვა, რომ ირანის პრეზიდენტის გონივრული მიდგომა რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს.
კატარის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ წარსული გამოცდილების საფუძველზე, ირანთან ურთიერთობებში ზეწოლა და იძულება არაეფექტური აღმოჩნდა, მაშინ როდესაც დიალოგი და ურთიერთგაგება წარმატებული იყო