ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას
1752103172
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპარლამენტში უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა. ევროკომისიის პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა 175-მა კანონმდებელმა, 360 წინააღმდეგი იყო, 18-მა კი თავი შეიკავა.
შესაბამისად, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ უნდობლობის გამოცხადების შესახებ წინადადება უარყოფილია.
მისი მიღებისთვის საჭირო იყო ევროპარლამენტის 720 წევრიდან 2/3-ის მხარდაჭერა.
დასავლური მედიის შეფასებით, ცხარე დებატებმა, დღევანდელმა კენჭისყრამ პანდორას ყუთი გახსნა და ევროკავშირის უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლების მხარდაჭერა უფრო არამყარია, ვიდრე ოდესმე და შესაძლოა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყოს.
„სოციალისტებმა და დემოკრატებმა“ (S&D) უნდობლობის წინააღმდეგ მისცეს ხმა, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის მომავალ ბიუჯეტში ევროპის სოციალური ფონდის დაცვის პირობა დადო.