პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის შედეგები შესაძლოა, თვეების ან წლების განმავლობაშიც კი გამოვლინდეს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, ეს ოთხი წლის განმავლობაში მეორე ენერგეტიკული კრიზისია. მისივე განცხადებით, გაკვეთილი ძალიან ნათელი უნდა იყოს, რადგან იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე ზედმეტი დამოკიდებულება ევროკავშირს დაუცველს ხდის.
„ასე რომ, წინსვლის გზა აშკარაა. ჩვენ უნდა შევამციროთ იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე ჩვენი ზედმეტი დამოკიდებულება და გავზარდოთ ადგილობრივი, ხელმისაწვდომი, სუფთა ენერგიის მიწოდება განახლებადი წყაროებიდან ბირთვულ ენერგიამდე, ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის სრული პატივისცემით. მიმდინარე ევროპულ ბიუჯეტში ენერგეტიკისთვის თითქმის 300 მილიარდი ევროა გამოყოფილი, საიდანაც 95 მილიარდი აქამდე არ გამოგვიყენებია. მოდით, ეს გამოვიყენოთ, რათა ახლა ელექტროენერგიაზე გადავიდეთ არა მხოლოდ ტრანსპორტში, არამედ მრეწველობასა და გათბობაშიც“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051