უნგრეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა - არის მსხვერპლი

უნგრეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა

უნგრეთის ქალაქ ტისაუივაროშში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი განმარტებით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კომპანია MOL-ს ეკუთვნის. აფეთქების შედეგად კიდევ შვიდმა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

აფეთქებას ხანძარი მოჰყვა, რომლის ლოკალიზებას მეხანძრე-მაშველები ამ წუთებშიც ცდილობენ. ადგილზე მიემგზავრება უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრი იშტვან კაპიტანი.