უმძიმესი ღამე პრაღაში - უნივერსიტეტზე თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია

უნივერსიტეტზე თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია

პრაღის უნივერსიტეტზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ჩეხეთის რესპუბლიკაში 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. 25 დაჭრილიდან 10-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ლიკვიდირებული თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია, ის 24 წლის სტუდენტი იყო.

კარლის უნივერსიტეტის შენობაში კი თავდასხმის შემდეგ პოლიციამ იარაღის დიდი არსენალი აღმოაჩინა.

შემთხვევამდე, პოლიციამ მიიღო შეტყობინება, რომ ეჭვმიტანილი თავის მოკვლას აპირებდა. მალევე გარდაცვლილი იპოვეს მისი მამა. არსებობს ეჭვი, რომ მამაც სტუდენტის მოკლულია. მას, ასევე აკავშირებენ გასულ კვირას ახალგაზრდა მამაკაცისა და მისი 2 თვის ქალიშვილის მკვლელობასთან.

ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მომხდარს კავშირი არ აქვს საერთაშორისო ტერორიზმთან. მათივე ინფორმაციით, მისი სოციალური ქსელის ანგარიშის შესწავლისას გამოვლინდა, რომ ის სავარაუდოდ შთაგონებული იყო შემოდგომაზე რუსეთში მომხარი ერთ-ერთი ტერაქტით.

ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელმა შემთხვევის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

ცნობისთვის, პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგანგებოდ, 24-საათიან რეჟიმში ამოქმედდა საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +420 777 222 053, საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ აღნიშნულ ნომერზე!