სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ ჯდება
1749188497
რუსეთმა პოლტავის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების საწვრთნელი ბაზა დაბომბა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების მიერ გავრცელებული ცნობით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად ბაზაზე არიან დაშავებულები.
განცხადების თანახმად, ყველა დაზარალებულს სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში დროულად უტარდება ყველა საჭირო კვალიფიციური სამედიცინო დახმარება.
უკრაინის სახმელეთო ჯარებში აცხადებენ, რომ დროული და საგულდაგულოდ გააზრებული უსაფრთხოების ზომების წყალობით, რომელიც შემუშავდა სამხედრო პერსონალის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად რუსეთის მხრიდან სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების მუდმივი საფრთხის ფონზე, უარესი შედეგი თავიდან იქნა აცილებული.
„პრევენციული ზომების ერთობლიობამ, მათ შორის პერსონალის დაშლამ, თავშესაფრების გამოყენებამ და საჰაერო თავდასხმების დროს უსაფრთხოების პროტოკოლების დაცვამ, სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლე გადაარჩინა, რომლებიც დარტყმის დროს იმყოფებოდნენ საწვრთნელ მოედანზე და ასრულებდნენ საწვრთნელ დავალებებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.