უკრაინული მედია - უნგრეთი და სლოვაკეთი ექვსი რუსი ბიზნესმენისთვის სანქციების მოხსნას ითხოვენ

სანცქია

უნგრეთი და სლოვაკეთი ექვსი რუსი ბიზნესმენისთვის სანქციების მოხსნას ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ევროკავშირის ორმა სახელმწიფომ შესაძლოა, არ დაუჭიროს მხარი ზოგიერთი ინდივიდუალური სანქციის გაგრძელებას, რომლის გახანგრძლივების ვადა 15 სექტემბერს იწურება, თუ ამ სიიდან ექვს რუს ბიზნესმენს არ ამოიღებენ.

ამასთან, წყაროებს უკრაინული მედიისთვის არ დაუკონკრეტებიათ, თუ რომელი რუსი ბიზნესმენებისთვის ითხოვენ უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციების მოხსნას, თუმცა მათივე ინფორმაციით, ზოგიერთი სახელი იგივეა, რაც წინა შემთხვევაში იყო.

როგორც უკრაინული მედია წერს, 2025 წლის 14 მარტს, ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოიღეს მინერალური სასუქების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი, „ევროქსიმის“ ყოფილი ხელმძღვანელი ვლადიმერ რაშევსკი, რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის და გულბაჰორ ისმაილოვა, ბიზნესმენი ვიაჩესლავ მოშე კანტორი, ასევე რუსეთის ფედერაციის სპორტის მინისტრი მიხაილ დეგტიარევი.