მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის! - მთავრობის ახალი დადგენილება
1766519069
უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება, რომლითაც აღადგინა ავტომატიზებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის - „ამომრჩეველთა სახელმწიფო რეესტრის“ ფუნქციონირება ამომრჩევლებთან ურთიერთქმედების ნაწილში. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
აღინიშნება, რომ უკრაინაში საომარი მდგომარეობის შემოღებასთან დაკავშირებით, რეესტრის მონაცემთა ბაზის მთლიანობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიამ 2022 წლის 24 თებერვლის დადგენილებით რეესტრის წარმოება დროებით შეაჩერა.
ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რომ დღეს, სრულმასშტაბური შემოჭრის დაწყების შემდეგ პირველად, ცესკოს დადგენილებით „ამომრჩეველთა სახელმწიფო რეესტრის“ მუშაობა აღდგა.
„ამომრჩეველთა რეესტრის განახლება ნებისმიერი არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი საბაზისო პირობაა. ომმა ძლიერი გავლენა მოახდინა დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე და ეს რეესტრში უნდა აისახოს. ამ მიმართულებით სამუშაო ძალიან ბევრია“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.