ირაკლი კირცხალია TBC ბანკის ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: როდესაც საუბარია ამხელა ბანკზე, ის მინიმუმ ვალდებულია გამოეხმაუროს ამ რადიკალის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას. ქალბატონის, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი

ირაკლი კირცხალია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „აქტუალური თემა“ TBC ბანკისა და ოპოზიციონერი აქტივისტის, ნანა დიხამინჯიას თანამშრომლობაზე ისაუბრა, რომელიც გამოირჩევა ზიზღის ენით საუბრითა და მძიმე შეურაცხმყოფელი განცხადებებით ადამიანთა მიმართ.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, როდესაც TBC ბანკი აცხადებს, რომ მას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, ის ვალდებულია გამოეხმაუროს რადიკალი ქალბატონის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას.

აქტივისტს, რომელსაც ყველა და ყველაფერი სძულს, რაც მის ნააზრევთან თანხვედრაში არ არის. „მე შემიძლია შევაფასო ეს ფაქტი და შეფასებითად ვთქვა, რომ როდესაც საუბარია ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაზე [TBC ბანკი] და ერთ-ერთ უმსხვილეს კონტრიბუტორზე ეკონომიკაში, რომ ამ კომპანიამ უნდა აიღოს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, როდესაც ოპერირებს ჩვენს ქვეყანაში, როდესაც პრეტენზია აქვს და გაცხადებულად ამბობს, რომ ის სრულიად იზიარებს სოციალურ პასუხისმგებლობას, როგორც უნდა იზიარებდეს ნებისმიერი ავტორიტეტული კომპანია, ნებისმიერ ქვეყანაში. როდესაც ვხედავთ ჩვეულებრივი რადიკალი ეს ქალბატონი [ ნანა დიხამინჯია] იყენებს მათ პლატფორმას, ქალბატონი რომელსაც ეზიზღება ყველა, მტერია ყველასი და ებრძვის ყველას, ვინც არ იზიარებს მის აზრს და ამ ყველაფრის სანთხევად იყენებს ამ კომპანიის პლატფორმას მინიმუმ TBC ბანკისგან ჩვენ უნდა მოვისმინოთ ამ ყველაფერზე შეფასება და შეფასება იმ კუთხით, მე ვამბობ რა არის სწორი, როგორ უნდა იქცეოდეს ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი კომპანია, თუ ორგანიზაცია, როდესაც საუბარია ამხელა ბანკზე, საფინანსო ორგანიზაციაზე და როდესაც საუბარია ორგანიზაციაზე, რომელიც ამბობს, რომ ის იზიარებს ყველა სოციალურ პასუხისმგებლობას ქვეყანაში ვალდებულია, რომ ამაზე მინიმუმ გააკეთოს განცხადება და გამოეხმაუროს ამ რადიკალის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას. ქალბატონის, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი, რაც შეიძლება არ ეთანხმებოდეს მის აზრს.“- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.