იტალია მილიონობით ადამიანის მოქალაქეობის გაუქმებას გეგმავს
1773684811
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს უკრაინის დახმარების ვალდებულება არ აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„ტრამპ-კენედის ცენტრის“ დირექტორთა საბჭოს წევრებთან ვახშმისას, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა აშშ-ისგან ათასობით მილითაა დაშორებული და მათ ოკეანე ყოფთ. ტრამპმა უკრაინაში არსებული ვითარება ლიბანს შეადარა.
„ისინი უკვე მიეჩვივნენ იმას, რომ ლიბანს ბომბავენ. უკრაინაშიც ცხოვრობს ხალხი - თუმცა შეიძლება იფიქროთ, რომ იქ არ იცხოვრებენ, მაგრამ ისინი ცხოვრობენ. არ ვიცი, მე მოვიქცეოდი თუ არა ასე, მაგრამ ისინი იქ ცხოვრობენ. ისევე, როგორც ლიბანში“, - განაცხადა ტრამპმა.
გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის ფაქტი, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს არ სურთ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საშინელებაა. მან დასძინა, რომ აშშ ალიანსთან უკრაინის საკითხზე „მუშაობს“.
„ჩვენ მათთან [ნატოს ქვეყნებთან] უკრაინის საკითხზე ვთანამშრომლობდით. ჩვენ არ გვჭირდება მათთან უკრაინის საკითხზე მუშაობა. შემდეგ კი ისინი გვეუბნებიან, რომ იქვე ახლოს ნაღმმჭერი ხომალდი გვყავს, მაგრამ მათ ამის გაკეთება [ოპერაციაში მონაწილეობა] არ სურთ. ვფიქრობ, ეს საშინელებაა“, - ხაზგასმით აღნიშნა ტრამპმა.