გომის მთაზე მომხდარი ავარიის ახალი დეტალები ვრცელდება
1786564877
2025 წელს უკრაინაში სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 41.6% ცხოვრობდა, მაშინ როდესაც 2024 წელს ეს მაჩვენებელი 37%-ს შეადგენდა. ფართომასშტაბური ომის დაწყების შემდეგ სიღარიბის დონე, ფაქტობრივად, გაორმაგდა. აღნიშნულ მონაცემებს მსოფლიო ბანკი კვლევაში Listening to Ukraine აქვეყნებს.
სიღარიბის მატებასთან ერთად იზრდებოდა უთანასწორობაც. ჯინის ინდექსი (საზოგადოებაში შემოსავლების ან ქონების განაწილების უთანასწორობის საზომი მაჩვენებელი), რომელიც 2023 წელს 0.41-ს უდრიდა, 2024 წელს 0.44-მდე, ხოლო 2025 წელს უკვე 0.50-მდე გაიზარდა.
შინამეურნეობების ყველაზე ღარიბი კვინტილის (მოსახლეობის/შინამეურნეობების 20%-იანი ჯგუფი) რეალური შრომითი შემოსავლები 30%-ზე მეტით შემცირდა. უფრო უზრუნველყოფილ ჯგუფებში კი, პირიქით, შემოსავალი 10%-ზე მეტით გაიზარდა.
ცხოვრების გაძვირება შინამეურნეობების ფინანსური მდგომარეობის გაუარესების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდა. 2025 წლის IV კვარტალში ოჯახების დაახლოებით 70%-მა განაცხადა, რომ მათი მატერიალური მდგომარეობა სრულმასშტაბურ შეჭრამდე არსებულ პერიოდთან შედარებით გაუარესდა.