უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების მიზნით შექმნილი კოალიციიდან ცხრა ქვეყანა გავიდა - „ფაინენშელ თაიმსი“

საბრძოლო მასალა

უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების მიზნით შექმნილი კოალიციიდან ცხრა ქვეყანა გავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს. როგორც ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა, ინიციატივას ამჟამად მხოლოდ ცხრა ქვეყანა აფინანსებს, გასულ წელს კი მათი რიცხვი 18-ს შეადგენდა.

„ინიციატივა კვლავ აქტიურია, თუმცა ახალი სირთულე ის არის, რომ ფინანსურად მხოლოდ ცხრა წევრი სახელმწიფო იღებს მონაწილეობას. ამ ინიციატივამ უკრაინელებისთვის მსხვილკალიბრიანი საბრძოლო მასალის 50 პროცენტამდე მიწოდება უზრუნველყო, ამიტომ ამ თვალსაზრისით, მისი სხვა რამით ადვილად ჩანაცვლება შეუძლებელია“, – აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა გამოცემასთან ინტერვიუში.

2024 წლიდან მოყოლებული, ჩეხეთმა ორგანიზება გაუწია კიევში ოთხ მილიონზე მეტი მსხვილკალიბრიანი საარტილერიო ჭურვის მიწოდებას, რათა ხელი შეეწყო უკრაინის ამოწურული საბრძოლო მასალის მარაგის შევსებას და გაეძლიერებინა მისი თავდაცვა.

პეტრ პაველის თქმით, ამ ინიციატივის მომავალი უნდა იყოს ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განხილული იქნება ივლისში ანკარაში დაგეგმილ NATO-ს სამიტზე.