ჭყონია აძლევს ყველა ოპო არხს [ფულს] რომ ფეხზე იდგნენ. დღემდე აფინანსებს გადაცემებს - ნანა ჟორჟოლიანი
1766904505
10 საათი გადამწყვეტ შეხვედრამდე - მსოფლიო ყურადღების ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატებია. დათანხმდება თუ არა უკრაინის პრეზიდენტი ამერიკელი კოლეგის წინადადებას?- პასუხი რომელმაც უკრაინაში მიმდინარე ბედი უნდა გადაწყვიტოს. ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე შტატებშია.
პრეზიდენტებს შორის შეხვედრა ფლორიდის შტატის ქალაქ პალმ-ბიჩში გაიმართება.
უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის დელეგაცია უკვე შეერთებულ შტატებშია. ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, ეკონომიკის მინისტრი ალექსეი სობოლევი, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი ჰნატოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა.
"ჩვენ უნდა ვიმუშაოთ გადაუჭრელი საკითხების მინიმუმამდე დასაყვანად. დღეს უკრაინისა და მისი ხალხისთვის არსებობს მკაფიო "წითელი ხაზები". დარწმუნებული ვარ, არსებობს კომპრომისული წინადადებები ამერიკელებისგან - ჩვენ ვიცნობთ მათ. ჩვენს მტერს, სავარაუდოდ, საკუთარი მიზნები აქვს და ამის შესახებაც ვიცით. ეს საკითხები უკიდურესად სენსიტიურია: ტერიტორიები, ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური. თქვენ იცით ჩემი პოზიცია - არაფერს ვაღიარებთ იურიდიულად.
ბევრი რამ დამოკიდებული იქნება აშშ-ის პრეზიდენტზე: რისთვის არის მზად. მადლობელი ვიქნები, თუ მისი გადაწყვეტილება ჩვენს სურვილს დაემთხვევა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენრმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.