თამთა მეგრელიშვილი „ტვ პირველის“ სიუჟეტზე: ოპოზიციის მხრიდან პრემიერის ინიციატივის ანტიპიარი და მიზანმიმართული დისკრედიტაცია არის კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომ ეს ანტისახელნწიფოებრივი ძალა საკუთარ ქვეყანასა და მოქალაქეებს, მათ შორის, მათივე მცირერიცხოვან ამომრჩეველს პირდაპირ ებრძვის

თამთა მეგრელიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში „ტვ პირველზე“ გასულ სიუჟეტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ის მედიასაშუალებები, პოლიტიკოსები და ექსპერტები, რომლებიც პრემიერის ინიციატივას ფასების რეგულირების შესახებ პოლიტიკურად აშარჟებენ, რეალურად ეწინააღმდეგებიან საქართველოში ფასების კლებას და დგანან მაღალი ფასების მხარეს.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ოპოზიციის მხრიდან პრემიერის ინიციატივის ანტიპიარი და მიზანმიმართული დისკრედიტაცია არის კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომ ეს ანტისახელნწიფოებრივი ძალა საკუთარ ქვეყანასა და მოქალაქეებს, მათ შორის მათივე მცირერიცხოვან ამომრჩეველს პირდაპირ ებრძვის „ სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების ინიციატივა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ინფლაციური მოლოდინების უკეთ მართვასა და დაბალინფლაციური გარემოს შენარჩუნებაში და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობის ყოველდღიურობას. პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის ამ ინიციატივას ოპონენტებში არაჯანსაღი რეაქცია მოჰყვა. ის მედიები, პოლიტიკოსები თუ ექსპერტები, რომლებიც ამ პრობლემას პოლიტიკურად აშარჟებენ, საქართველოში ფასების კლებას ეწინააღმდეგებიან და დგანან მაღალი ფასების მხარეს. მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკითხი მოითხოვს სრულყოფილ შესწავლას და იქ სადაც იქნება სამართლიანი კონკურენციის დარღვევის, კარტერული გარიგებებისა, თუ არალოგიკური ფასნამატების შემთხვევები იქნება სათანადო რეაგირება. ოპოზიციის მხრიდან ამ ინიციატივის ანტიპიარი და მიზანმიმართული დისკრედიტაცია არის კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომ ეს ანტისახელნწიფოებრივი ძალა საკუთარ ქვეყანასა და მოქალაქეებს, მათ შორის მათივე მცირერიცხოვან ამომრჩეველს პირდაპირ ებრძვის.“ - წერს მეგრელიშვილი.