რა არ უნდა გააკეთოთ დღეს, 19 იანვარს - ეზოტერიკოსის გაფრთხილება
1768813831
უკრაინის უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლო იულია ტიმოშენკოსთვის ქონების ჩამორთმევის საკითხს განიხილავს.
ამასთან, ჟურნალისტების ცნობით, დაცვის მხარე ტიმოშენკოს „პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად“ მიიჩნევს. ამის არგუმენტად კი მოსამართლეების დანიშვნაში შესაძლო ჩარევას ასახელებს. ტიმოშენკოს თქმით, პროკურორმა სავარაუდოდ თავმჯდომარის ვინაობა საქმის ოფიციალურად ჩანიშვნამდეც იცოდა.
„ეს ნიშნავს, რომ როგორც წინა, ასევე ამჟამინდელი სასამართლო შემადგენლობა უკანონოა. შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება უკანონოა. ჩვენ ახლა არ ვაცხადებთ აცილების შესახებ, რადგან ვამზადებთ დეტალურ დოკუმენტებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტში გასაჩივრებისთვის“, – აღნიშნა ტიმოშენკომ.
ცნობისთვის, გასულ კვირას უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერს, იულია ტიმოშენკოს 33 მილიონი გრივნას ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა. იქამდე კი ანტიკორუფციულმა უწყებებმა იულია ტიმოშენკოს ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს. როგორც ცნობილია, ჩხრეკა უკავშირდებოდა ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, ტიმოშენკო უმაღლეს რადაში სხვა ფრაქციის წევრ დეპუტატებს, კონკრეტული კანონპროექტების სასარგებლოდ ან მათ წინააღმდეგ ხმის მიცემის სანაცვლოდ, ქრთამს სთავაზობდა და მათ მოსყიდვას ცდილობდა.