"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
უკრაინის რეგიონების ნაწილში საჰაერო განგაშია გამოცხადებული, რუსეთის ძალებმა ქვეყნის რამდენიმე რეგიონის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს. საჰაერო დარტყმის სამიზნე გახდა დნეპროპეტროვსკის ოლქი, დაშავებულია 16 მოქალაქე. სამიზნე გახდა ხარკოვიც, ოკუპანტმა თავდასხმა მართვადი ბომბებით განახორციელა. ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 9 მშვიდობანი მოქალაქე. მიმდინარეობს სახანძრო-სამაშველო ოპერაცია.
უკრაინაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის გამარჯვების არ სჯერა, თუმცა თეორიულად ეს შესაძლებელია. ტრამპი კვლავ იმეორებს, რომ ამ ომის დასრულება სურს.