წყალი 28 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1769716081
უკრაინაში ომის ფონზე, სტაბილური პლატფორმა აზიური ბიზნესისთვის საქართველოა - ამ შინაარსის შემცველ სტატიას, სამხრეთ კორეული გამოცემა აქვეყნებს.
საქართველოსა და კორეას შორის მიმდინარე წელს ხელი მოეწერება ყოვლისმომცველ ეკონომიკურ პარტნიორობის შეთანხმებას. პარალელურად, "შუა დერეფნის" მეშვეობით თბილისი ხდება მთავარი რგოლი კორეული ექსპორტისთვის ევროპისკენ.
პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს საქართველოში სეულის საელჩოს გახსნა და დაგეგმილი პირდაპირი ფრენები.
სტატიაში გამოყენებულია საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ინტერვიუ. ნიკოლოზ სამხარაძემ ხაზი გაუსვა ქვეყანაში მოქმედ დაბალ გადასახადს და აღნიშნა, რომ გასულ წელს საქართველომ უკვე უმასპინძლა 31 000-ზე მეტ კორეელ ტურისტს.
ითქვა ისიც, რომ თბილისში წარმომადგენლობის გახსნა, კორეულ კომპანიებს კონკურენტულ უპირატესობას მისცემს - უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ მარტივად დაუბრუნდნენ მეზობელ ბაზრებს.