6 საკვები, რომელიც უნდა მივირთვათ ზაფხულის სიცხის დროს - გიორგი ღოღობერიძე გვირჩევს
1754316284
უკრაინაში კორუფციის ბრალდებით მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ წევრი, დეპუტატი ალექსეი კუზნეცოვი დააკავეს. უკრაინული მედიის თანახმად, უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ უკრაინის მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრს, რომელიც უპილოტო აპარატების და ელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობის შესყიდვასთან დაკავშირებული კორუფციის საქმის მონაწილეა, 60-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
ალტერნატიულ ზომად, სასამართლომ გირაო 8,003,004 გრივნა განსაზღვრა. უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლო აღნიშნავს, რომ რომ თუ გირაო იქნება გადახდილი, ეჭვმიტანილი ვალდებულია: თითოეული მოთხოვნის შემთხვევაში გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, გამომძიებელი მოსამართლის, სასამართლოს წინაშე; არ დატოვოს კიევისა და კიევის ოლქის საზღვრები გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს ნებართვის გარეშე; თავი შეიკავოს გამომძიებელი მოსამართლის განჩინებაში მითითებულ პირებთან კომუნიკაციისგან; ატაროს ელექტრონული მონიტორინგის მოწყობილობა.
სასამართლომ გაიხსენა, რომ სახალხო წარმომადგენელი ეჭვმიტანილია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 191-ე მუხლის მე-5 ნაწილით; 28-ე მუხლის მე-3 ნაწილით; 368-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში.