უკრაინაში ფრანგი ფოტორეპორტიორი, ანტონი ლალიკანი დაიღუპა

ანტონი ლალიკანი

უკრაინაში ფრანგი ფოტორეპორტიორი, 37 წლის ანტონი ლალიკანი დრონებით თავდასხმას ემსხვერპლა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციისა და საფრანგეთის პროფკავშირები მომხდარის გამოძიებას ითხოვენ. მედიის ცნობით, ლალიკანი დონბასში დაიღუპა, მასთან ერთად დაშავდა უკრაინელი ჟურნალისტიც.

ფოტორეპორტიორის დაღუპვას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც. საფრანგეთის პრეზიდენტმა დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა.