უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო - რუსტემ უმეროვი

დროშა უკრაინა აშშ რუსეთი

უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში წერს.

„გადავედით მოლაპარაკებების სამმხრივ ფორმატზე – უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის. დღის წესრიგშია საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და მშვიდობის დაახლოების მთავარი საკითხები“, – წერს უმეროვი.

მისივე თქმით, მუშაობა უკრაინის პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესაბამისად მიმდინარეობს.

მანამდე შეხვედრა გაიმართა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნატო-სა და ევროკომისიის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ასევე უნდა შეერთებოდნენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.

უმეროვის განცხადებით, უკრაინის დელეგაციას, მასთან ერთად წარმოადგენენ კირილ ბუდანოვი, დავით არახამია, სერგეი კისლიცა და ვადიმ სკიბიცკი.

✕