უკრაინამ და რუსეთმა სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ ცალკე შეხვედრა გამართეს

რუსტემ უმეროვი

ჟენევაში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში, უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი, რუსტემ უმეროვი რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელს, ვლადიმირ მედინსკის შეხვდა.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია უმეროვის პრესმდივანზე, დიანა დავითიანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის კომუნიკაცია ოფიციალური ფორმატის დასრულების შემდეგ შედგა.

სამმხრივი მოლაპარაკებების ფორმალური დასრულების შემდეგ, მედინსკი ცალკე შეხვდა უმეროვსა და ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარეს, დავით არახამიას.

დავითიანის განმარტებით, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.