უკრაინა და რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური

უკრაინა და რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთების მიზნით მიიღეს. შეთანხმების მიზანია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სარეზერვო ელექტრომომარაგების აღდგენა.

რუსი ოფიციალური პირების ცნობით, შეკეთებას, სულ მცირე, ერთი კვირა დასჭირდება.

ამასთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პრესსამსახურის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რადიაციის დონე ნორმის ფარგლებშია.