უკრაინა არ აძლიერებს ევროპას, პირიქით, ასუსტებს მას და ომში გვითრევს - ორბანი

ვიქტორ ორბანი

უკრაინა არ აძლიერებს ევროპას, პირიქით, ასუსტებს მას და ომში გვითრევს, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

„ევროპის თავდაცვის ხაზი ცენტრალურ ევროპაში ნატოს საზღვარზე გადის და არა უკრაინა-რუსეთის საზღვარზე, ჩვენი რესურსები კი ჩვენივე თავდაცვის გაძლიერებას უნდა მოხმარდეს“, - აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.