უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკების გზით მიღწეულ გადაწყვეტამდე მივიდეთ - ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომზე

ursula fon der laini

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკიდურესად შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებებით და მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებების გზით შეთანხმება მოხდეს.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკების გზით მიღწეულ გადაწყვეტამდე მივიდეთ, რაც დაასრულებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ენერგომომარაგებაში ჩართული მოკავშირეებისთვის სიტუაცია კრიტიკულია.

„ყველანი ვგრძნობთ ამ გავლენას გაზისა და ნავთობის ფასებზე, ჩვენს ბიზნესებსა და საზოგადოებებზე, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მივიდეთ მოლაპარაკებების გზით მიღებულ გადაწყვეტამდე, რაც დაასრულებს ახლო აღმოსავლეთში არსებულ საომარ მოქმედებებს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, რა როლი ექნებათ ევროპულ ქვეყნებს ჰორმუზის სრუტეში, მათ შორის მისი გახსნის შემდეგ, ფონ დერ ლაიენმა უპასუხა, რომ ევროკავშირის ლიდერების განცხადებით, მათ საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ოპერაციაში ჩართვა შეუძლიათ.

„ევროკავშირის ლიდერებმა ძალიან ნათლად განაცხადეს, რომ საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, მათ შეუძლიათ განიხილონ ოპერაცია, მისია. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემი საქმე არ არის ვიმსჯელო მათ გადაწყვეტილებაზე ჰორმუზის სრუტეში საჭირო შესაძლებლობების უზრუნველყოფის შესახებ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.