Twitter-ი დაბლოკვის ფუნქციას ზღუდავს

Twitter-ი დაბლოკვის ფუნქციას ზღუდავს

Twitter-ი, რომელიც ახლა X-ის სახელით არის ცნობილი, მომხმარებლებს დაბლოკვის ფუნქციას უზღუდავს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სოციალური ქსელის მფლობელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ სხვა ანგარიშების დაბლოკვა უბრალოდ „უაზრობაა“. ამასთან, მან დასძინა, რომ მომხმარებლები კვლავ შეძლებენ თავი აარიდონ არასასურველი ანგარიშებისგან პირადი შეტყობინებების მიღებას.

სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი წესის გამო მათ გაუჭირდებათ ფიდის შეურაცხმყოფელი პოსტებისგან გაწმენდა.

ამასთან, დაბლოკვის ფუნქციის გაუქმება შესაძლოა Apple's App Store-ისა და Google Play-ს წესებს არღვევდეს. ორივე ონლაინ-მაღაზიის პირობებში აღნიშნულია, რომ სოციალური ქსელების აპლიკაციების მომხმარებლებს შევიწროებისა და ბულინგის შემცველი პოსტების გაფილტვრის საშუალება უნდა ჰქონდეთ. შედეგად, არ არის გამორიცხული, რომ ამ მაღაზიებიდან X-ის გადმოწერა შეუძლებელი გახდეს.

ამ ეტაპზე უცნობია განიბლოკება თუ არა დაბლოკილი ანგარიშები წესის ძალაში შესვლის შემდეგ.

ასევე ნახეთ:

„ჩემს შვილს ნუ ეხებიან, ნუ უგდებენ უაზრო ვიდეოებს“ - რა ვიდეო გაუვრცელეს ანი ყიფშიძეს

VIDEO: შემზარავი კადრები თბილისის ქუჩებიდან - „სიკვდილს უვარდებიან ხელებში“

ვინ არის ვიქტორ სანიკიძის უმშვენიერესი მეუღლე

„როცა კიდევ ერთი ტოქსიკური ურთიერთობიდან დააღწიე თავი...“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე

უნიკალური ოპერაცია - ადამიანის ორგანიზმში ერთი თვის წინ ღორის თირკმელი გადანერგეს და გამართულად მუშაობს

VIDEO: „აი, ქართველი დედამთილი...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნეკა დოროყაშვილი