"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით ბოლო დღეებში რვა ადამიანი დააკავეს, რომლებიც საბოტაჟის აქტების მომზადებაში არიან ეჭვმიტანილი.
აღნიშნულის შესახებ დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
ტუსკი საქმის სხვა დეტალებზე არ წერს, თუმცა აღნიშნავს, რომ ოპერატიული მოქმედებები გრძელდება.
„პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტომ, სხვა სამსახურებთან ერთად, ბოლო დღეებში დააკავა რვა ადამიანი ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში. საქმე მიმდინარეა. შემდგომი ოპერატიული მოქმედებები გრძელდება“, – წერს დონალდ ტუსკი.