რა შეტყობინება გაუგზავნა ბოლოს მტკვარში დაღუპულმა უტა ელიავამ მეუღლეს
1747296078
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ 2024 წლის მაისში, ვარშავაში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი მასშტაბური ხანძრის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან.
ტუსკის თქმით, მტკიცებულებების საფუძელზე დგინდება, რომ ხანძარი რუსული სპეცსამსახურების დაკვეთით გააჩინეს.
„ჩვენ გვაქვს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა დაკვეთა და ხანძრის გაჩენა. მათი მოქმედებები ორგანიზებული და მართული იყო დადგენილი პირის მიერ, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფება“, – განაცხადა ტუსკმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქმესთან კავშირში მყოფთა ნაწილი უკვე დაკავებულია, ზოგიერთი კი კვლავ თავისუფალი რჩება, რომელთა დასაკავებლადაც საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები გრძელდება. ტუსკმა ასევე განაცხადა, რომ ამ საკითხში თანამშრომლობა მიმდინარეობს ლიეტუვასთან, სადაც მსგავსი შემთხვევები მოხდა.
შეგახსენებთ, რომ ვარშავაში მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ხანძარი 2024 წლის 12 მაისს გაჩნდა. ხანძრის შედეგად 1400 მაღაზია და მომსახურების ცენტრი განადგურდა