თურქეთში 25-ათასიანი ქალაქი მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდა

თურქეთში 25-ათასიანი ქალაქი მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდა

თურქეთის ქალაქ ლიჯეში, სადაც პოლიციამ 20 ტონა მარიხუანა დაწვა, მოსახლეობა ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდა.

მარიხუანის დაწვის დროს ქალაქი მარიხუანის კვამლმა დაფარა, რის გამოც 25 ათასი ადამიანი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდა.

ქალაქი მარიხუანის კვამლში რამდენიმე დღის განმავლობაში იყო გახვეული. ადგილობრივი მოსახლეობა წერს, რომ მას ინტოქსიკაციის, თავბრუს ხვევის, გულისრევის და ჰალუცინაციების სიმპტომები აღენიშნებოდა.