დააკავეს ქალი, რომელიც თავს სტომატოლოგად ასაღებდა და პროცედურაში სუპერწებოს იყენებდა
1758307916
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად 21 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თურქეთში 17 674 ადამიანი დაიღუპა, ხოლო სირიაში - 3 377.
BBC-ი წერს, რომ მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნას განაგრძობენ, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად მათი გადარჩენის იმედიც მცირდება.
ამასთან, არსებული ყინვა საფრთხეს უქმნის ათასობით ადამიანს, რომელიც მიწისძვრას გადაურჩა, მაგრამ ახლა თავშესაფრის, წყლისა და საკვების გარეშეა დარჩენილი.