თურქეთმა და სომხეთმა სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო პროცედურები გაამარტივეს

თურქეთი და სომხეთი

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანკარამ და ერევანმა სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო პროცედურები გაამარტივეს.

„თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლების მიერ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, თურქეთმა და სომხეთმა დიპლომატიური, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივების გადაწყვეტილება მიიღეს“, - აღნიშნულია თურქეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნული შეთანხმება ძალაში 2026 წლის 1 იანვრიდან შევა. ორივე ქვეყნის დიპლომატიური, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს ელექტრონული ვიზის აღება უფასოდ შეეძლებათ.

„აღნიშნულიდან გამომდინარე თურქეთი და სომხეთი კიდევ ერთხელ ადასტურებენ ერთგულებას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის გაგრძელების მიმართ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე სრული ნორმალიზაციის მიზნით“, - დასძინეს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.