„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
თურქეთისა და ირანის პრეზიდენტები აზერბაიჯანში ჩავიდნენ. ლიდერები „ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ მე-17 სამიტზე დასასწრებად იკრიბებიან.
რეჯეფ თაიფ ერდოღანს აეროპორტში დახვდნენ აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრი ემინ ამრულაევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აღდამის, ფუზულისა და ხოჯავენდის რეგიონებში ემინ ჰუსეინოვი და სხვა ოფიციალური პირები.
მასუდ ფეზეშქიანის დასახვედრად აეროპორტში მივიდნენ აზერბაიჯანის კულტურის მინისტრი ადილ ქერიმლი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აღდამის, ფიზულისა და ხოჯავენდის რეგიონებში ემინ ჰუსეინოვი და სხვა ოფიციალური პირები.
აზერბაიჯანში იმყოფება პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შაჰბაზ შარიფი, რომელთანაც ქალაქ ხანქენდიში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა.
შარიფმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანსა და პაკისტანს შორის ორმხრივი ურთიერთობები წარმატებით ვითარდება ყველა სფეროში, მათ შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო, საინვესტიციო, ენერგეტიკულ და სხვა სფეროებში.