აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შინაარსიანი სატელეფონო საუბარი გაიმართა - ანდრეი ერმაკი

ანდრეი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ანდრეი ერმაკი ამბობს, რომ ტრამპთან საუბარი ძალიან მნიშვნელოვანი და შინაარსიანი იყო.

„ყველა დეტალი ძალიან მალე გახდება ცნობილი“, – აღნიშნა მან.