პრინცესა ემილი გახდა ანგელოზი ემილი... - სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება
1779652475
ძალოვნებმა თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისში სპეცოპერაცია ჩაატარეს. "სახალხო რესპუბლიკური პარტიის" შენობაში შესასვლელად სამართალდამცავებმა ბარიკადები დაშალეს და ცრემლსადენი აირი გამოიყენეს, საპასუხოდ კი იქ მყოფები პოლიციის მიმართულებით ინვენტარსა და სხვადასხვა საგნებს ისროდნენ.
საპოლიციო მოქმედებებს საფუძვლად დაედო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც პარტიული ყრილობის შედეგები გააუქმა და თანამდებობიდან გადააყენა პარტიის თავმჯდომარე ოზგურ ოზელი. სასამართლომ ამ პოსტზე პარტიის ყოფილი ლიდერი, აღადგინა.
ოპოზიცია მომხდარს "სასამართლო გადატრიალებას" უწოდებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტი ერდოღანი სასამართლოს პოლიტიკური ოპონენტების ჩამოსაშორებლად იყენებს. მოგვიანებით, პროტესტმა თურქეთის მეჯლისთან გადაინაცვლა, ოპოზიციამ სტამბოლში საპროტესტო აქციები დააანონსა.