„მძიმეა ამაზე საუბარი...“ - გოგა მანიას წინასწარმეტყველება
1769458880
NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე აცხადებს, რომ ევროპას თავის დაცვა აშშ-ის გარეშე არ შეუძლია. მისი განმარტებით, ევროპას ზუსტად ისევე სჭირდება ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც შტატებს სჭირდება NATO.
მარკ რუტემ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში შტატების პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და განმარტა, რომ შეთანხმებას მიაღწიეს არქტიკის რეგიონის უსაფრთხოებასთან და აშშ-ს, დანიასა და გრენლანდიას შორის დიალოგის გაგრძელების საკითხებთან დაკავშირებით.
"NATO-ს ყველა წევრი ქვეყანა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს დახარჯავს - ეს არასდროს მოხდებოდა პრეზიდენტ ტრამპის გარეშე. მართლა გგონიათ, რომ იტალია, ესპანეთი ან კანადა ამ გადაწყვეტილებას მის გარეშე მიიღებდნენ? გამორიცხულია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ევროპას აშშ-ის გარეშე საკუთარი თავის დაცვა შეუძლია, განაგრძეთ ოცნება - ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება. ამერიკის გარეშე ევროპა კარგავს თავისუფლების მთავარ გარანტს," - აცხადებს მარკ რუტე.