თუ ცეცხლის შეწყვეტა მიღწეულია ახლო აღმოსავლეთში, გლობალური აქტორების მონდომება იმუშავებს უკრაინაშიც - ზელენსკი

ზელენსკი

მსოფლიოს ერთი ნაწილისთვის მშვიდობა როდესაც მიიღწევა, ეს მშვიდობის იმედს ბადებს სხვა რეგიონებშიც, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა.

როგორც უკრაინის ლიდერი აღნიშნავს, თუ ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობა მიღწეულია ახლო აღმოსავლეთში, გლობალური აქტორების ლიდერობა და მონდომება იმუშავებს უკრაინაშიც.

„როდესაც მსოფლიოს ერთი ნაწილისთვის მშვიდობა მიიღწევა, ეს მშვიდობის იმედს ბადებს სხვა რეგიონებშიც, სადაც სიცოცხლეს ჯერ კიდევ ემუქრება საფრთხე. უკრაინაში ჩვენ მივესალმებით ყველა იმ ძალისხმევას, რამაც ახლო აღმოსავლეთისთვის დღევანდელი შედეგი გამოიწვია. მძევლები გაათავისუფლეს და ღაზაში ომი დასასრულს უახლოვდება. ეს მართლაც განსაკუთრებული მოვლენაა. პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობამ და მონდომებამ იმუშავა და მნიშვნელოვანია, რომ ყველა საჭირო დახმარება იყო გაწეული იმ ქვეყნებიდან და მრავალი ადამიანისგან, ვისაც რეალური გავლენა აქვთ. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ მშვიდობის დღე უკრაინისთვისაც დადგეს. რუსეთის აგრესია დესტაბილიზაციის უკანასკნელ გლობალურ წყაროდ რჩება და თუ ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობა მიღწეულია ახლო აღმოსავლეთში, გლობალური აქტორების ლიდერობა და მონდომება, რა თქმა უნდა, იმუშავებს ჩვენთვისაც, უკრაინაში, ევროპაში. და ეს შესაძლებელია. ტერორი ყოველთვის მარცხდება, როდესაც გლობალური ერთიანობა საკმარისად ძლიერია. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მშვიდობას უწყობს ხელს!“ – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.