„მინდა, თანხა სხვა მშობლებს გადავცე, ვისაც სჭირდება“ - ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების დედა
1760377654
მინდა, კიდევ ერთხელ მოვუხადო მადლობა ჩვენს საზოგადოებას იმ ბრძნული, ეროვნული გადაწყვეტილებისთვის, რომელიც უკვე მეათედ და საიუბილეოდ მიიღო - კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ქვეყნის მშვიდობიან, პრაგმატულ განვითარებას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მან საქართველოს მოსახლეობას მადლობა გადაუხადა თვითმმართველობის არჩევნებზე სწორი არჩევანის გაკეთებისთვის.
მინდა, კიდევ ერთხელ მოვუხადო მადლობა ჩვენს საზოგადოებას იმ ბრძნული, ეროვნული გადაწყვეტილებისთვის, რომელიც უკვე მეათედ და საიუბილეოდ მიიღო ჩვენმა ბრძენმა საზოგადოებამ - კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ქვეყნის მშვიდობიან, პრაგმატულ განვითარებას; მხარი დაუჭირა ქვეყნის სუვერენიტეტს, რეალურ დამოუკიდებლობას და კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან გზას, ეს იქნება ტერიტორიული მთლიანობა თუ საგარეო კუთხით ჩვენი ქვეყნის კურსის მართვა.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია და ხაზგასასმელია და უპრეცედენტოა, ძალიან გაგვიჭირდება მოვიძიოთ პრეცედენტი მსოფლიოში, სადაც ერთი წლის თავზე შეიძლება საპარლამენტო არჩევნების შედეგი განმეორდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ვულოცავ საქართველოს იმ გზის არჩევას, რომელ გზასაც ასე ებრძვიან ჩვენი ქვეყნის გარედან ის აგენტურა, რომელსაც ჩვენ კარგად ვხედავთ და სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნითაც ბევრი არიან“, - განაცხადა კვარაცხელიამ.