დღეს ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათია - ლოცვა, რომელიც მრევლმა დღეს უნდა წაიკითხოს
1774688916
ზოგი ადამიანი ამჯობინებს სამზარეულოში წესრიგი საჭმლის მომზადების პროცესშივე დაამყაროს, და არა მას შემდეგ რაც მომზადებას და სუფრის გაშლასაც მორჩება. ფსიქოლოგების აზრით, ამ ჩვევას უფრო ღრმა ფესვები აქვს და სამზარეულოს სცდება. აი 8 თვისება იმ ადამიანების, რომლებიც მომზადების დროსვე ალაგებენ სამზარეულოს და რაც ასახავს მათ აზროვნებასა და სირთულეებთან გამკლავების უნარს:
ისინი მომავალზე ფიქრობენ - ასეთი ადამიანები მხოლოდ მიმდინარე სიტუაციაზე არ რეაგირებენ — ისინი უკვე ფიქრობენ მომავალზე. ხშირად წინასწარ ემზადებიან შეხვედრებისთვის, გეგმავენ საუბარს და მოგზაურობისთვის ნივთებსაც წინასწარ ალაგებენ.
კვლევამ, რომელიც ჟურნალში Perspectives on Psychological Science გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ დაგეგმვის უნარის მქონე ადამიანები ნაკლებად არიან დამოკიდებული ნებისყოფაზე და უფრო მეტად გარემოს ორგანიზებით თავიდან იცილებენ პრობლემებს.
ისინი კარგად უმკლავდებიან იმედგაცრუებას - ასეთი ადამიანები ერთ წარუმატებლობას არ აძლევენ საშუალებას, რომ მთელი პროცესი დაანგრიოს. ეს ე.წ. ემოციური რეგულაციაა — საკუთარი რეაქციების კონტროლის უნარი, რაც უკეთეს ურთიერთობებსა და ნაკლებ სტრესს უკავშირდება.
ისინი იღებენ პასუხისმგებლობას გარემოზე - პრინსტონის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერების ინსტიტუტის კვლევამ აჩვენა, რომ არეულობა ტვინს გადატვირთავს და კონცენტრაციას ამცირებს. ასეთი ადამიანები ამას ინტუიციურად გრძნობენ და გარემოს სისუფთავეზე ზრუნავენ.
ისინი ცხოვრობენ „აქ და ახლა“ - მომზადების დროს დასუფთავება პროცესში სრულად ჩართულობას უწყობს ხელს — ადამიანი აკვირდება დროს, პროცესს და არ ეფანტება ყურადღება, მაგალითად, ტელეფონზე.
ისინი თანმიმდევრულები არიან არამიმზიდველ საქმეებშიც - ეს თვისება დაკავშირებულია კეთილსინდისიერებასთან, რომელიც, მინესოტის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, წარმატებას, სტაბილურ ურთიერთობებსა და ხანგრძლივ სიცოცხლეს უკავშირდება.
ისინი არ აძლევენ პრობლემებს დაგროვების საშუალებას - ასეთი ადამიანები პატარა პრობლემებს დროულად აგვარებენ, სანამ ისინი დიდ სირთულეებად გადაიქცევა — იქნება ეს რთული საუბარი, დაგროვილი საქმეები თუ ურთიერთობები.
ისინი აფასებენ პროცესს, არა მხოლოდ შედეგს - ადამიანები, რომლებიც სიამოვნებას იღებენ თავად პროცესით, უფრო დიდხანს ინარჩუნებენ მოტივაციას, ვიდრე ისინი, ვინც მხოლოდ შედეგზეა ორიენტირებული.
მათ იციან, როდის არის „საკმარისად კარგი“ შედეგი - ისინი არ არიან პერფექციონისტები, არ ცდილობენ ყველაფრის იდეალურად გაპრიალებას, არამედ ინარჩუნებენ წესრიგს და შემდეგ აგრძელებენ საქმეს.