თუ საჭიროება იქნება, ტრამპი ირანზე ხელახალ იერიშს არ გამორიცხავს

ტრამპი

დონალდ ტრამპი ირანზე ხელახალ იერიშს არ გამორიცხავს. ამერიკის პრეზიდენტმა მედიის კითხვებს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა. დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ ირანს თავს დაესხმება ისევ, თუ ამის საჭიროება დადგება.

"ისინი გადაღლილები არიან, ისრაელიც გადაღლილია. მე ორივესთან ვმუშაობდი და ორივეს სურდა პრობლემის მოგვარება. ჩვენ შესანიშნავი საქმე გავაკეთეთ, თუმცა ისინი გამოფიტულები არიან. ყველაზე ნაკლებად ფიქრობენ ახლა ბირთვულზე, ისინი მხოლოდ ხვალინდელ დღეზე ფიქრობენ," - აცხადებს დონალდ ტრამპი.