VIDEO: „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი
1773777229
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ირანში მდებარე, მსოფლიოში უდიდესი გაზის საბადოს, "სამხრეთ პარსის" მასიური აფეთქებით დაიმუქრა, თუ ქვეყანა გააგრძელებს კატარზე თავდასხმას ისრაელის მიერ საბადოზე განხორციელებული დარტყმის საპასუხოდ.
"ახლო აღმოსავლეთში მომხდარი მოვლენებით განრისხებულმა ისრაელმა სასტიკად შეუტია ირანში მდებარე "სამხრეთ პარსის" გაზის საბადოს სახელით ცნობილ მსხვილ ობიექტს", - დაწერა ტრამპმა სოციალურ მედია პლატფორმა Truth Social-ზე.
"ამ კონკრეტული თავდასხმის შესახებ შეერთებულმა შტატებმა არაფერი იცოდა", - თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ კატარიც არ იყო ინფორმირებული.
"სამწუხაროდ, ირანმა არ იცოდა ამის ან სამხრეთ პარსზე თავდასხმასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ და უსამართლოდ დაესხა თავს კატარის თხევადი ბუნებრივი აირის ქარხნის ნაწილს", - აღნიშნა ტრამპმა.
მისივე განცხადებით, ისრაელი გაზის საბადოს აღარ დაესხმება თავს, თუ ირანი უდანაშაულო მხარეს არ დაარტყამს.
"განმეორებითი დარტყმის შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელის დახმარებით ან თანხმობით, გაანადგურებს მთელ "სამხრეთ პარსის" გაზის საბადოს ისეთი ძალით, როგორიც ირანს აქამდე არასდროს უნახავს", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.