ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1750334792
წყნარ ოკეანეში ქარიშხალი "ერიკი" ძლიერდება და მექსიკას უახლოვდება. ქარიშხლების ეროვნულმა ცენტრმა ოთხშაბათს ღამით განაცხადა, რომ "ერიკი" ხუთშაბათს, სამხრეთ მექსიკასთან მიახლოებისას, ძლიერი, მესამე კატეგორიის ქარიშხალი გახდა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
ქარიშხლების ცენტრის ცნობით, ქარიშხალი ხმელეთზე დასავლეთ ოახაკაში ან აღმოსავლეთ გერეროში, ხუთშაბათს დილით გამოვა. შემდეგ მოსალოდნელია, რომ ქარიშხალი სამხრეთ მექსიკაში მთელი დღის განმავლობაში იტრიალებს.
მედიის ცნობით, ქარიშხლის შესახებ გაფრთხილება აკაპულკოდან პუერტო ანხელამდე მოქმედებს.