ცნობილი თურქი მსახიობი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ქილიჩი

ცნობილი თურქი მსახიობი სერჰათ ქილიჩი 51 წლის ასაკში გარდაცვლილი იპოვეს სტამბოლში, საკუთარ სახლში. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მსახიობს რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ. მისმა შეყვარებულმა, რომელიც მის საცხოვრებელ სახლში მივიდა, ის მისაღებ ოთახში, დივანზე გარდაცვლილი იპოვა.გავრცელებული ცნობებითა და მისი შეყვარებულის ჩვენებით, მსახიობს ლეიკემიასთან  დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. გარდა ამისა, სულ ახლახან მას ხერხემლის თიაქარიც დაუდგინდა.

ადგილზე მისულმა პოლიციამ და სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა პირველადი დათვალიერებით ძალადობის ან ღია ჭრილობების კვალი ვერ აღმოაჩინეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.ქართველ მაყურებელს სერჰათ ქილიჩი ცნობილი თურქული სერიალებიდან და ფილმებიდან ახსოვს, მათ შორის მეგაჰიტი სერიალით "მცველი“.